არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში - არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰუმანიტარული დახმარებების ფარგლებში ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან სხვადასხვა ეროვნების ხალხის ევაკუაციას ახორციელებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰუმანიტარული დახმარებების გაწევის გზით ცდილობს, წვლილი შეიტანოს მსოფლიოს ძალისხმევაში, ერთობლივად გაუმკლავდნენ ჩინეთში აღმოცენებულ ახალ კორონა ვირუსს COVID – 19-ს.

მისმა უდიდებულესობამ, შეიხ ხალიფა ბინ ზაიედ ალნაჰიანიმ გამოსცა განკარგულება, რათა ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან სპეციალური წესით გამოეყვანათ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. შესაბამისად, აბუ დაბის ტახტის მემკვიდრისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალნაჰიანის ძალისხმევით უზრუნველყვეს სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავისა და გადამზადებული მედიკოსთა ჯგუფის მომსახურება.

მიმდინარე წლის 4 მარტს ევაკუირებული პირები გადაიყვანეს საამიროების ჰუმანიტარულ ქალაქში, სადაც მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო თუ ლაბორატორიული კვლევა და 14 დღიანი კარანტინის პერიოდში მათ მიიღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა.

საამიროების სახელმწიფომ ჩინეთის მთავრობასთან და ამ საკითხით დაინტერესებული ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობით, წარმატებით განახორციელა ეს ჰუმანიტარული მისია. ევაკუირებულმა პირებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

საამიროები ყოველთვის ერთ-ერთი პირველი გამოდის მსგავსი ინიციატივებით, რომლებიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ადამიანებს ყოველგვარი რასობრივი, რელიგიური თუ ეთნიკური დისკრიმინაციის გარეშე. ეს მიდგომა განპირობებულია ქვეყნის კეთილშობილური და მტკიცე ღირებულებებით, რაც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საერთაშორისო ძალისხმევას, რათა შეამსუბუქოს უბედური შემთხვევებით გამოწვეული მდგომარეობა და იბრძოლოს ყველა იმ გამოწვევის წინააღმდეგ, რომელიც აბრკოლებს კაცობრიობის პროგრესული და სტაბილური განვითარების იდეას.

ამგვარად, საამიროებმა განახორციელა ეს ჰუმანიტარული მოვალეობა, როგორც სოლიდარობის გამოხატულება მათ მიმართ, ვინც კორონა ვირუსის გავრცელების შედეგად დაზარალდა. ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე, საამიროები ღიად უჭერდა მხარს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და მის მოქალაქეებს, შემდგომ კი ამ ჰუმანიტარული ინიციატივით უზრუნველყო სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის მრავალი სტუდენტის, ვირუსის აფეთქების ეპიცენტრიდან გამოყვანა.

დასკვნის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ საამიროების ჰუმანიტარული ძალისხმევა და ხალხთა შორის კავშირი დაფუძნებულია საზოგადეობის განვითარებისთვის აუცილებელ ორ მთავარ ქვაკუთხედზე, რაც გულისხმობს განათლებისა და ჯანდაცვის სექტორის მაქსიმალურად დახვეწასა და განვითარებას.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა