რომან გოცირიძე - მაინცდამაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები?

მაინცდამაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები?- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთახმების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, შეთანხმება ითვალისწინებდა როგორც საარჩევნო სისტემის საკითხს, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც.

„საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება იყო პაკეტში. ერთი ითვალისწინებდა კონსტიტუციის შეცვლას და მეორე -პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა უამრავი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, როცა ყველა ამბობს ერთსა და იმავეს, რატომ არ უნდა გჯეროდეთ მათი, მაინცდამაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები? პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი და ამის გარეშე შეთანხმება არ არსებობს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რაც აიღო საკუთარი ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების სრული პაკეტი არ იქნა მოყვანილი სისრულეში ერთად, მაშინ ეს შეთანხმება არ არსებობს და ის რომ პოლიტპატიმრებზე იყო საუბარი, მათ შორის, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარე ადასტურებს და ელჩების დასტური თუ უნდა „ქართულ ოცნებას“, ეს იქნება ძალიან ცუდი რამ, ვინაიდან შიდაპოლიტიკურ პროცესებში ისინი არ ერევიან, თუმცა, ყველამ კარგად იცის , რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური რესპრესიები და გვყავს პოლიტიკური პატიმრები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო