ჩეხეთის პრემიერი - კორონავირუსის შეჩერების მიზნით სკოლები დაიხურება - ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ის, რაც იტალიაში მოხდა

ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით სკოლები დაიხურება. ქვეყანაში ასევე აიკრძალება ღონისძიებები, სადაც 100-ზე მეტი პირი იყრის თავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„ვირუსის შეჩერების მიზნით სკოლები დაიხურება. ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს შესაძლოა ადამიანებისთვის სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ყველა საშუალებით უნდა ავიცილოთ თავიდან ის, რაც იტალიაში მოხდა“,- განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. გასაკუთრებული შეშფოთება ჩეხეთში იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ტაქსის მძღოლს ინფექცია დაუდასტურდა, თუმცა მისი წყაროს პოვნა ვერ ხერხდება.

იხილეთ ვიდეო: ჩეხეთის პრემიერი - კორონავირუსის შეჩერების მიზნით სკოლები დაიხურება - ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ის, რაც იტალიაში მოხდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა