პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ლელო საქართველოსთვის” დიდუბის რაიონული ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ლელო საქართველოსთვის” დიდუბის რაიონული ოფისი გახსნა. ოფისის თავმჯდომარედ დიმიტრი აბაშიძე წარადგინეს.

პარტიის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელოს” აქვს კონკრეტული პროგრამები, რითაც ქვეყანა “გამარჯვების შარაგზაზე” გავა.

ამასთან, “ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ დიღმის პარკს ბოტანიკური ბაღის სტატუსი მიენიჭოს.

„ლელო საქართველოსთვის” არის თითოეული თქვენგანისთვის, ეს არის ხალხის პარტია. ეს არის ადგილი, სადაც ერთობლივი ძალისხმევით, ძალიან სერიოზული შრომით, მკაფიო პროგრამებით ამ ქვეყანას გამოვიყვანთ გამარჯვების ძალიან დიდ შარაგზაზე. ამისთვის ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ძალიან კონკრეტული პროგრამები გვქონდეს შემუშავებული, რომ განვახორციელოთ ის აუცილებელი რეფორმები, რომელიც ამ ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება. ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი, აქვს უზარმაზარი რესურსი, პირველ რიგში, ადამიანური რესურსი, რომელიც არის მიმოფანტული და სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ადამიანური რესურსების დაქუცმაცებას, შურს და ურთიერთდაპირისპირებას ვუყურებთ.

ჩვენი ამოცანაა ყველა რესურსის გაერთიანება, ყველა ტალანტის მოძებნა, ყველა პროფესიონალის შემოერთება, იმიტომ რომ “ლელო საქართველოსთვის” არის თითოეული თვენგანის პარტია, დემოკრატიულ პრინციპებზე აწყობილი პარტია, “ლელოს” აქვს განვითარების თავისი მოდელი და ჩვენ ამ მოდელს დავდებთ ნებისმიერი მიმართულებით”,- განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო