ნიდერლანდების პრემიერს პრესკონფერენციაზე მოსახლეობისთვის მიცემული საკუთარი რჩევა დაავიწყდა და კოლეგას შემთხვევით ხელი ჩამოართვა

ნიდერლანდების პრემიერს პრესკონფერენციაზე მოსახლეობისთვის მიცემული საკუთარი რჩევა დაავიწყდა და კოლეგას შემთხვევით ხელი ჩამოართვა.

როგორც უცხოური მედია წერს, მან კორონავირუსის ეპიდემიაზე საუბრისას მოსახლეობას პირადი ჰიგიენის დაცვისკენ და ხელის ჩამორთმევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„დღეიდან ჩვენ ხელის ჩამორთმევას შევწყვეტთ, ეს არის მარტივი მეთოდი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას აფერხებს. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ ზოგად ჰიგიენას - უფრო ხშირად დაიბანეთ ხელები, დაცემინებისას მიიხმარეთ იდაყვი და ისარგებლეთ ქაღალდის ხელსახოცებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მარკ რუტემ მოსახლეობას ასევე ურჩია ხელის ჩამორთმევის ნაცვლად იდაყვები შეახონ ერთმანეთს, პრესკონფერენციის დასრულებისთანავე კი რუტეს საკუთარი რეკომენდაციები დაავიწყდა და ნიდერლანდების ინფექციური დაავადებების კონტროლის ცენტრის დირექტორს, ჯააპ ვან დიზელს ხელი ჩამოართვა, თუმცა პრემიერმა მალევე გამოასწორა შეცდომა და კოლეგას იდაყვის შეხებით დაემშვიდობა.

იხილეთ ვიდეო: ნიდერლანდების პრემიერს პრესკონფერენციაზე მოსახლეობისთვის მიცემული საკუთარი რჩევა დაავიწყდა და კოლეგას შემთხვევით ხელი ჩამოართვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა