ბესიკ თამლიანის ადვოკატის განცხადებით, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი ვერ დასრულდა, შესაბამისად, დღეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა ვერ დააყენა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი ვერ დასრულდა, შესაბამისად დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა ვერ დააყენა.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე მტკიცებულეთა გამოკვლევის ეტაპზეა.

„პრაქტიკულად, გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები, დარჩა რამდენიმე შეკვრა, რომელიც დღეს ვერ მოესწრო. გამომდინარე იქიდან, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ვერ მოესწრო, ვერ გადავედით სხვა ეტაპზე, სადაც დავაყენებდით შუამდგომლობას პატიმრობის შეცვლის თაობაზე. შესაბამისად, პროკურორებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მათი ბრალდების მოწმეების დაკითხვა დასრულდა”, - განაცხადა იოსელიანმა.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 13 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მას ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო