დავით საგანელიძე - საგარეჯოში ფონდისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების საკითხის გადაწყვეტა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფონდისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების შესახებ აცხადებს, რომ საკითხის გადაწყვეტა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.

როგორც საგანელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, „საპარტნიორო ფონდს“ კახეთში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებასა და ზეთისხილის საწარმოს აშენებისთვის საგარეჯოს რაიონში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 522 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გადაეცა. თუმცა მოსახლეობის ნაწილმა პრეტენზია გამოთქვა მიწის ნაკვეთების შესახებ და ახლა აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით ფონდი აქტიურად მუშაობს.

„522 ჰექტარზე უნდა დაგვეწყო მიწის დამუშავება. აღმოჩნდა, რომ საგარეჯოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს გაუჩნდა პრეტენზია, რომ მოხდა იმ მიწის გადაფარვა, რომელსაც თავად ამუშავებდნენ. ეს მიწები მათ საკუთრებაში რეგისტრირებული არაა, თუმცა მათი ნაწილი აცხადებს, რომ მიწას ამუშავებდნენ ან წლების წინ იჯარით ჰქონდათ აღებული. მინდა განვაცხადო, რომ ყველას ინტერესი მაქსიმალურად იქნება დაცული. სათითაოდ ვიმუშავებთ თითოეულ საკადასტრო კოდზე და ამ 522 ჰექტარიდან გამოვყოფთ იმ მიზანს, რომელზეც ამ ადამიანებს აქვთ ინტერესი, რათა არც ერთი ოჯახის ინტერესი არ შეილახოს. ამ ოჯახების ინტერესების დამცველი პირველი „საპარტნიორო ფონდი“ იქნება. არც ერთი გლეხი არ იქნება უკმაყოფილო, თუმცა არც არავის მივცემთ უფლებას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩაიშალოს “,-აცხადებს საგანელიძე.

მისივე თქმით, „საპარტნიორო ფონდი“ მოსახლეობას მიწების დაკანონების კუთხით დაეხმარება და ასევე აღნიშნულ პროექტში კოოპერირებას შესთავაზებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო