დავით ბაქრაძე - ვერცერთი ვარიანტი ვერ იქნება ღირებული და მიღებული, თუ მას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მცდელობა, საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები და შეამციროს მათი რაოდენობა იქ, სადაც განსაკუთრებით ჭირს, მაგალითად, თბილისსა და იმერეთში. როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, როგორც ჩანს, განვლილმა თვეებმა ხელისუფლებას ვერ გამოატანინა სწორი დასკვნა, რომ ოპოზიციის გარეშე საარჩევნო სისტემის მოფიქრებასა და საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების ვერსიებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს.

„ამიტომ, მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“, ოლქებზეც და ყველა სხვა საკითხზეც, ოპოზიციასთან კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

საბოლოო შეთანხმება ღირებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ოპოზიცია დაეთანხმება და ეს იყო ამ განვლილი თვეების კრიზისის მთავარი გაკვეთილი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოთხოვნა. ჩვენ ასეთი კონსულტაციებისთვის უახლოესი დღეების განმავლობაში მზად ვართ.

ასე რომ, ვერ უშველით მათ მიერ შეკრეჭილი და საკუთარ ინტერესებზე მორგებული ოლქები, ისევე როგორც ვერანაირი ოლქები ვეღარ უშველის „ოცნებას“ ამ შემოდგომაზე, მაგრამ ვიმეორებ, ვერც ერთი ვარიანტი ვერ იქნება ღირებული და მიღებული, თუ მას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. უმჯობესია, იმუშაონ ოპოზიციასთან და ასეთი კონსულტაციებისთვის ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა