საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესსექტორში დასაქმებულებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციები დაიცვან

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოქალაქეებს, პირველ რიგში კი, ბიზნესსექტორში დასაქმებულებსა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სრულად დაიცვან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაცია, როგორც ქვეყანაში მოქმედი ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანება, მიესალმება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას, საჭიროების შემთხვევაში ხელი შეგვეწყო დასაქმებულთა თვითიზოლაციისათვის, შრომითი ურთიერთობების შეჩერების, შეწყვეტის ან შრომის ანაზღაურების ვერმიღების რისკების გარეშე. ასოციაციამ მყისიერად გაითვალისწინა უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციები, რის საფუძველზეც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვითარების ნორმალიზაციამდე უარი ითქვა ნებისმიერი სახის საჯარო შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარებაზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური სირთულეები დაძლეული იქნება საქართველოს მოსახლეობის ერთიანი ძალისხმევითა და თანადგომით. თითოეულმა ჩვენგანმა, პირადად უნდა ვიკისროთ ჩვენი წილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა საზოგადოების, ერთმანეთის წინაშე, ვიყოთ კიდევ უფრო მეტად სოლიდარულები, დარაზმულები და ორგანიზებულები ამ დროებითი საფრთხის ნეიტრალიზაციისათვის“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო