დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობს

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების საჭიროებაზე საუბრობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ფონდს მეტი მოქნილობა არ ექნება, მას სამომავლოდ მუშაობა გაუჭირდება.

„ფონდში მოსვლის დღიდან ვაყენებ ფონდის რეფორმირების საკითხს და დღესაც ვამბობ, რომ ფონდი ნამდვილად არ არის გამართული სტრუქტურა შინაარსობრივად. ფონდის რეგლამენტი და დებულება უნდა იყოს მკაფიო. შვილობილი კომპანიები უნდა გავიდნენ ფონდიდან. უკვე დაიწყო ენერგოობიექტებს ფონდიდან გატანა, რაც ძალიან კარგია. რეფორმების პროექტი მუშავდება და საბოლოო სახით პირველ კვარტალში იქნება პროგრამა“, - აღნიშნა საგანელიძემ.

ამასთან, როგორც საგანელიძე განმარტავს, ყველა პროექტი, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ მიერაა განხორციელებული, მომგებიანია, მაგრამ შვილობილი კომპანიების ფონზე, როგორებიცაა სახელმწიფო რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ესკო, სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელთა მართვაშიც ფონდი ჩართული არაა და რომლებსაც აქვთ ზარალი, საბოლოოდ გამოდის, რომ ფონდსაც ზარალი უფიქსირდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა