საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სენაკის სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სენაკის სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის GDRP-ის ფარგლებში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტმა ბაზაზე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მოინახულა, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს სიძლიერე ქართულ ჯარზე დგას.

„დასავლეთ სარდლობის სარდალმა პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს დასავლეთ სარდლობის შემადგენლობა წარუდგინა და საინფორმაციო ბრიფინგის სახით მიაწოდა ინფორმაცია სარდლობის ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურისა და ძალთა სისტემის შესახებ, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე სამშვიდობო მისიების, წვრთნებისა და სწავლებებისა შესახებ. პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:პრეზიდენტი სენაკის სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა