იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დაასახელა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გამართული კონსულტაციების ფარგლებში უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დაასახელა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა. ანა დოლიძის თქმით, საბჭოთა კომპარტიის სხდომებთან უფრო ახლოს იყო ეს კონსულტაცია, ვიდრე ცოცხალ ფორმალურობასთან.

„ქებათა ქება იყო შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგაძის", - აღნიშნა დოლიძემ.

მისი თქმით, შალვა თადუმაძის კანდიდატურა დაასახელა მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა, ხოლო ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დაასახელა მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ.

„განცდა მქონდა, რომ ცუდი სამოყვარულო თეტრის სპექტაკლს ვესრწებოდი, რადგან ცხადი იყო, რომ დადგმული იყო ეს ყველაფერი. ყველას შორის თანმხმობა შედგა და ყოველგვარი დისკუსიის გარეშე", - განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა