იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღო. მან საბჭოს წევრთა 12 ხმა მიიღო.

საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის. დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთლეობის მდგომარეობა და გერმანიაში მკურნალობის გაგრძელება დაასახელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა