ლელა აქიაშვილი - დღეს საქართველოში მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს შორის 36% ქალია, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ დონეზეც

საამაყო ნამდვილად გვაქვს, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს შორის 36% ქალია, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ დონეზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, საჯარო სექტორში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, სასტუმრო „რუმსში“, კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტში 11 მინისტრიდან 5 ქალია, რაც 45%-ს უტოლდება, ამასთან, მინისტრის მოადგილეებს შორის ქალების 31%-იანი წარმომადგენლობაა.

„საამაყო ნამდვილად გვაქვს, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს შორის 36% ქალია, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ დონეზეც. თავად მინისტრთა კაბინეტში 11 მინისტრიდან 5 ქალია, რაც პროცენტულად 45%-ს უტოლდება და მინისტრის მოადგილეებს შორის 31%-იანი წარმომადგენლობაა ქალების. ეს ნამდვილად საამაყოა და აჩვენებს, რომ მიმართულება სწორია. დღევანდელი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით. დღევანდელი კვლევა იმითაც არის მნიშვნელოვანია, რომ გარდა მშრალი კვლევებისა, საუბარია იმ უხილავ ბარიერებზე, რასაც სტატისტიკა ვერ ასახავს, თუმცა რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება საჯარო სექტორის სხვადასხვა მოხელე. ეს ერთი მხრივ, განპირობებულია ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულებით და საზოგადოებაში არსებული განსხვავებული მიდგომებით კაცებსა და ქალებს შორის ხოლო მეორე მხრივ, ხშირ შემთხვევაში ასევე განპირობებულია შიდა ორგანიზაციული კულტურით. ამ შემთხვევაში უკვე პასუხისმგებლობას საჯარო სექტორი ინაწილებს კერძო სექტორთანაც გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მიმართულებით“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის კუთხით, სამუშაო გარემოს, კარიერულ სვლისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით კვლევა ჩაატარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. ანგარიშის წარდგენა გენდერული თანასწორობის კვირეულს ეხმიანება.

კვლევაში გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავდა ქალი და კაცი საჯარო მოხელეების როგორც ჩაღრმავებულ გამოკითხვას, ისე ფოკუს ჯგუფებთან მუშაობას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს შესაბამის უწყებებს უთანასწორობის სისტემური და კულტურული წინაპირობების გამოვლენასა და სწორი პოლიტიკის განსაზღვრაში, რომელიც საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის დანერგვას უზრუნველყოფს.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ; საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, ალექსანდრა ქოულიმ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის