ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდებათ

დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებს GEORGIAN BUS-სა და OMNIBUS EXPRESS-ის ავტობუსებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშოები ყოველ 24 საათში ერთხელ უტარდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს, კომპანიის თანამშრომლები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით და ქლორით ამუშავებენ ავტობუსების სალონებს.

„აეროპორტი ოფიციალური გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების გარდა, ყოველდღიურად სველი წესით მუშავდება, ასევე დეზინფექცია უტარდება ყველა იმ კომერციულ ობიექტს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზებშია განთავსებული”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით