პრეზიდენტმა სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორცპრეზიდენტმაგანაცხადა, მისისაქმიანობისპრიორიტეტირეგიონებისმხარდაჭერადასაქართველოსრეგიონებშიკულტურისსფეროსგანვითარებისხელშეწყობაა.

„პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კი პრეზიდენტმა კულტურის ბიუჯეტის გაზრდის საკითხი დააყენა. სწორედ ამ პრიორიტეტების ფარგლებში, პრეზიდენტი სენაკის თეატრის რეაბილიტაციით დაინტერესდა. პრეზიდენტმა დაათვალიერა ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარებული პირველადი აღდგენითი სამუშაოები, რის შედეგადაც გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა. ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალურ მხატვრობას, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარე განათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები. როგორც სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რეაბილიტაციის სრული პროცესის დასრულების შემდეგ, თეატრი შეძლებს უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილებას და უმასპინძლებს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეატრის შენობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია თავისი არქიტექტორული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით, 1953-59 წლებში არქიტექტორმა ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძემ დააპროექტა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა