ევროპარლამენტის წევრები - გვსურს მივულოცოთ რთული დიალოგის ყველა მონაწილეს, რადგან მათ წინ საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესები დააყენეს

ევროპარლამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც 4 დეპუტატი, დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ვონ კრამონ ტაუბადელი აწერენ ხელს.

ევროპელი დეპუტატები მიესალმებიან უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ მემორანდუმს საარჩევბო სისტემასთან დაკავშირებით.

„გასულ კვირას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშველოვანი მოვლენა მოხდა, რადგან ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმდნენ, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემას განსაზღვრავს.

ხელშეკრულება ითვალისწინებს 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს შემდეგი სისტემით, 120 პროპორციული და 30 მაჟოროტარული მანდატით, რომლის თანახმად არც ერთ პარტიას, რომელიც მიიღებს ხმათა 40%-ზე ნაკლებს, არ შეეძლება შექმნას საკუთარი უმრავლესობა, ხოლო საარჩევნო ბარიერი 1%-ს შეადგენს.

გვსურს მივულოცოთ ზოგჯერ ამ რთული დიალოგის ყველა მონაწილეს, რადგან მათ პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესები დააყენეს. ჩვენ მადლიერები ვართ ასევე იმ დიპლომატების, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ დიალოგს თავიანთი შუამავლობით, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის.

ჩვენ მოხარული ვართ აღვნიშნოთ, რომ ხელმომწერები ვალდებულები არიან ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ინტერპრეტირებული იქნება როგორც საქართველოს საარჩევნო ან სასამართლო სისტემის არასათანადო პოლიტიზირება. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ნდობის აღდგენის მნიშვნელობას სასამართლო სისტემისადმი და გავაჟღეროთ მოწოდება, თავიდან იქნას აცილებული საკვანძო პოზიციებზე ისეთი დანიშვნები, რომელიც ხელს არ შეუწყობს ამ პროცესს.

ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომ სრულად განახორციელონ არსებული შეთანხმება და უზრუნველყონ შესაბამისი კონსტიტუციური ცლილებების სწრაფად მიღება პარლამენტის მიერ. ასევე მოვუწოდებთ, რომ მომავალი არჩევნებისთვის გათვალისწინებული იყოს ეუთო / ODIHR- ის რეკომენდაციები, რაც გადამწყვეტი იქნება საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის და დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. ჩვენ ასევე გვინდა შეგახსენოთ, რომ პლურალისტული და ბალანსირებული მედია უმთავრესია წარმატებული საარჩევნო პროცესისთვის“, - წერია განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო