ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას მიესალმებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკთხებზე, ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) მიესალმებიან საქართველოს მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას საარჩევნო სისტემის შესახებ. ისინი ასევე მიესალმებიან მათ მცდელობას, თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესისა და სასამართლო სისტემის პოლიტიზაციისაგან.

„ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციას და ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად განხორციელდეს, როგორც დოკუმენტურად, ასევე მისი სულისკვეთებით. ამ კვირის განმავლობაში ვიზიტის დროს ჩვენ ველოდებით ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განვიხილოთ შეთანხმება და მისი შესრულება, ”- აცხადებენ თანამომხსენებლები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა