"დამოუკიდებელი იურისტებისა" და "ლელო საქართველოსთვის" წევრებმა უზენაეს სასამართლოსთან აქცია გამართეს

"დამოუკიდებელი იურისტების" ჯგუფმა და პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის " წევრებმა უზენაესი სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" იურისტმა კახა წიქარიშვილმა განუცხადა, მათთვის მიუღებელია ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა.

მისი თქმით, ნინო ქადაგიძე სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ერთგულია.

"ჩვენ ვიცით ნინო ქადაგიძის სასამართლოში მოღვაწეობის შესახებ.ის არის მიხეილ ჩინჩალაძის ერთგული კადრი.ეს არის ჩვენი მთავარი პრეტენზია.რეალურად მართვის ბერკეტები მიხეილ ჩინჩალაძეს ექნება, ხოლო ნინო ქადაგიძე ნომინალური ფიგურა იქნება, რომელიც გააკონტროლებს თავის პალატას.სასამართლო სისტემაზე კონტროლი "კლანს" აქვს", - განაცხადა წიქარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა