თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე არბი ქავთარაშვილისა და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე არბი ქავთარაშვილისა და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა და მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა.

სამართალდამცველმა მიხეილ ბერძენიშვილმა გაიხსენა გასულ წელს, სოფელ საკობიანოს სტადიონთა დაპირისპირების დროს განვითარებული მოვლენები და მხარეების კითხვებს უპასუხა.

სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული და მათი ოჯახის წევრები.

შემდეგი პროცესი 17 მარტს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოს სტადიონთან 2019 წლის 27 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, რამდენიმე ახალგაზრდა კი მძიმედ დაიჭრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა