კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად „ჯეო ჰოსპიტალსიც“ მზად არის

კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად „ჯეო ჰოსპიტალსიც“ მზად არის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკიდან აცნობეს, მათ ქსელში გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები და პაციენტებისთვის ბოქსირებული პალატები მზადყოფნაშია.

„დღეს, როცა საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოში კორონავირუსით (2019-nCoV) დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო დაწესებულებების მზაობას კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების მართვის კუთხით.

შპს „ჯეო ჰოსპიტალს’-ი, რომელიც არის ერთ-ერთი მძლავრი ჰოსპიტალური ქსელი საქართველოში, აქტიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კორონავირუსით (2019-nCoV) გამოწვეული საფრთხეების პრევენციის მიმართულებით. ამავდროულად, ქსელში გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, მზადყოფნაშია საიზოლაციო სათავსები (ბოქსები, ბოქსირებული პალატები) პაციენტებისათვის, შეძენილია ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეთოდური რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებულია ქსელის შიდა პროტოკოლები კორონავირუსის (2019-nCoV) შესაძლო და სავარაუდო შემთხვევების მართვის, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის უზრუნველყოფის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების თაობაზე.

შპს „ჯეო ჰოსპიტალს”-ი მომავალშიც გააგრძელებს სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესრულებას კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით. შესაბამისად, პაციენტების უსაფრთხოება სამედიცინო სერვისების მიღებისას „ჯეო ჰოსპიტალს”-ში მაქსიმალურად იქნება დაცული“, - აცხადებენ „ჯეო ჰოსპიტალსში“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა