ამირან გამყრელიძე - მოვიძიეთ სადეზინფექციო საშუალებების იმპორტიორი,  რომელიც მზადაა ეკლესიას საჭირო სადეზინფექციო მასალა უფასოდ გადასცეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მისმა უწყებამ მოიძია სადეზინფექციო საშუალებების იმპორტიორი, რომელიც მზადაა ეკლესიას საჭირო სადენზიფექციო მასალა უფასოდ გადასცეს.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს უკვე აქვს და მათგან პასუხს ელიან.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოებრივ ჰიგიენაზე, ეს ეხება ყველა დაწესებულებას. საზოგადოებრივი ჰიგიენა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველგან. დეზინფექციები, სველი წესით დალაგება და ა.შ. - ეს ეკლესიებში ტარდება.

გუშინ ერთ-ერთმა მეუფემ გააკეთა განცხადება, რომ თუ მოგვეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მზად ვართ, რომ ეკლესიებში შესაბამისი პროცედურები ჩავატაროთო. ამის შემდეგ, როდესაც ჩვენმა პიარსამსახურმა ეს ინფორმაცია მოგვცა, დავალება მივეცით გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს. რამდენიმე ბიზნესმენს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ამ პერიოდში შემოგვეხმიანენ, შემოგვთავაზეს თანხა, რომ გამოგვეყენებინა აქტივობებისთვის, ერთმა შემოგვთავაზა სტამბა, რომ თუ გინდათ დაგიბეჭდავთ საპრომოციო მასალასო, რა თქმა უნდა უფასოდ. ამიტომაც გავბედე და მივმართე ამ სადეზინფექციო საშუალებების იმპორტიორს, ხომ არ არის საშუალება, რომ საპატრიარქოს ქველმოქმედებით გადავცეთ გარკვეული რაოდენობის საშუალებები და თანხმობა განაცხადა ერთ-ერთმა. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საპატრიარქოს, რომ არის მზადყოფნა, თუ გვეტყვიან სად, რომელ ტაძრებში, ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ ამ ბიზნესმენის საშუალებით შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები. მათ გვითხრეს, რომ შემოგვეხმიანებიან. სხვა ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა