გია ვოლსკი - მაქვს საფუძველი ეჭვი მქონდეს, რომ ჩვენს ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ, ვინაიდან, უტოპიურია მათი მოწოდებები

მაქვს საფუძველი მქონდეს ეჭვი, რომ ჩვენს ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ, ვინაიდან, უტოპიურია მათი მოწოდებები , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.

ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკოსები პატიმრების გათავისუფლების მექანიზმს არ ფლობენ.

„ოპოზიციის განცხადებები რომ გადავთარგმნოთ კარგად, ასე გამოდის: თუ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს და მით უმეტეს, ამ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, მათი მოსაზრებით, ეს შეთანხმება არ შედგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია შეთანხმებას არ აპირებს, ვინაიდან პატიმრების გათავისუფლების მექანიზმს პოლიტიკოსები არ ფლობენ. მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ და ვისაც უნდოდათ იჭერდნენ და ვისაც უნდოდათ უშვებდნენ - ეს მექანიზმი აღარ არსებობს. მეორე და მთავარი - პოლიტიკური პატიმრები საქართველოში არ არიან. თუკი რომელიმე ადამიანი იტყვის, რომ კონკრეტული პიროვნებების მიმართ წაყენებული ბრალდება ტყუილია და თუ დაასაბუთებს ამას, რასაკვირველია, ამ თემას შესაბამისი განხილვა ექნება, მაგრამ ეს არის უტოპია. პოლიტიკოსები ასეთ საკითხებს არ წყვეტენ და გარდა ამისა, ადამიანები, ვიზეც ისინი საუბრობენ, დამნაშავეები არიან. რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, პოლიტიკური ნებით არც ერთი საკითხი არ გადაწყვეტილა. ჩვენ გვახსოვს ასეთი პოლიტიკური ნებით გადაწყვეტილი საკითხები, როდესაც ადამიანებს 2 წუთში ასამართლებდნენ და უსჯიდნენ იმდენს, რამდენსაც ჩათვლიდნენ საჭიროდ. მე პირადად მაქვს საფუძველი მქონდეს ეჭვი, რომ ჩვენს ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ, ვინაიდან უტოპიურია მათი მოწოდებები და ის საკითხები, რასაც ისინი გვთავაზობენ “ , - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა