სერგი კაპანაძე - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის აირჩევდა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, იმიტომ, რომ იქ „კლანის“ წევრები შეიყვანა

გადააგდეს თუ არა თადუმაძე, ეს არაფერს არ ნიშნავს, საბოლოო ჯამში ეს უზენაესი სასამართლო, თავის ახალ თავმჯდომარიანად არის ბოლომდე დაქვემდებარებული ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ხელისუფლებას, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის შერჩევას.

კაპანაძის თქმით, არჩევნების შემდეგ საჭიროა ისეთი რეფორმების გატარება, რომ მთელი სასამართლო სისტემა გახდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი და არ იყოს პოლიტიკურ ხელისუფლებას დაქვემდებარებული.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის აირჩევდა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, იმიტომ, რომ უზენაესში შეიყვანა ის მოსამართლეები, რომლებიც არიან „კლანის“ წევრები და პირდაპირ მასზე დაქვემდებარებულები. ახლა თადუმაძე იქნება თუ სხვა ადამიანი იქნა შერჩეული, ფუნდამენტური მნიშვნელობა და განსხვავება არ აქვს. გადააგდეს თუ არა თადუმაძე ეს არაფერს არ ნიშნავს, საბოლოო ჯამში ეს უზენაესი სასამართლო, თავის ახალ თავმჯდომარიანად არის ბოლომდე დაქვემდებარებული ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ხელისუფლებას. ჩვენი ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს, რომ არჩევნებში გამარჯვების მერე ისეთი რეფორმები გავატაროთ, რომ მთელი სასამართლო სისტემა გახდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი და არ იყოს არც ერთი რომელიმე კლანის კონტროლის ქვეშ და მითუმეტეს, არ იყოს პოლიტიკური ხელისუფლების დაქვემდებარებული“, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძე აირჩია. საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა