12 და 13 მარტს აკვაკულტურის კანონპროექტთან დაკავშირებით რუსთავსა და კახეთში  საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება

12 და 13 მარტს აკვაკულტურის კანონპროექტთან დაკავშირებით რუსთავსა და კახეთში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, 12 მარტს რუსთავში შეხვედრა გუბერნიის შენობაში ჩატარდება, ხოლო 13 მარტს თელავში ტექნოპარკის შენობაში. ორივე შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.

მათი ცნობით, შეხვედრებს დაესწრებიან თევზსაჭერების მფლობელები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები. მოქალაქეებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ აკვაკულტურის განვითარებაში, დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ კანონპროექტის შესახებ.

საქართველოში აქამდე არ არსებობდა აკვაკულტურის განვითარებისთვი საკანონმდებლო ბაზა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ დაინიცირებული პროექტით კი ჩამოყალიბდება სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც შესაძლებელი იქნება აკვაკულტურის წახალისება და განვითარება.

აკვაკულტურა არის წყლისა და მიწის რესურსების ეფექტიანად გამოყენება, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევების დათევზიანება ეკოსისტემის შესაბამისად.

2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2400 ტონა აკვაკულტურის პროდუქცია იწარმოება, რაც არის ჩვენი რეალური პოტენციალის მინიმუმი. სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგება საშუალებას იძლევა, ეს მაჩვენებელი გაათმაგდეს და ხელი შეეწყოს როგორც პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გასაღებას, ასევე - საექსპორტოდ მომზადებას.

აკვაკულტურის პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას ქმნის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას და აკვაკულტურის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის მრავალწლიან სანებართვო პირობებს.

შეგახსენებთ, აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 11 მარტს პირველი მოსმენით განიხილავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს