ამირან გამყრელიძე - ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია 1000 ტესტს საჩუქრად გადმოგვცემს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველო ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციისგან საჩუქრად კორონავირუსის დასადგენად საჭირო 1000 სწრაფ ტესტს მიიღებს.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, აპრილის ბოლოს მზად იქნება ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიის ტესტები, რომელიც პასუხს 1 საათში იძლევა და ქვეყნის მასშტაბით ასეთი ტესტ-სისტემებისთვის 45 აპარატი გვაქვს.

„დღეს სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ აპრილის ბოლოს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიის ტესტ-სისტემები დამზადდება, რომელიც ჩვენთან ტუბერკულოზზე და შიდსზე მუშაობს. ეს არის ძალიან ადვილი სახმარი კარტრიჯები, რომელიც 1 საათში გვაძლევს პასუხს. ჩვენ გვიდგას ამ ტესტ-სისტემებისთვის 45 აპარატი ქვეყანაში და ეს აპარატები დეცენტრალიზებულია ყველა რეგიონში. ასევე ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს საჩუქრად დაახლოებით 1000 ტესტზე, გუშინ მივიღე ეს წერილი. თუმცა, მათგან არც ერთი ჯერჯერობით არ არის ვალიდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამიტომ ჩვენ ამ ტესტებზე ვართ ფრთხილად", -აცხადებს ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა