თსუ-ში აცხადებენ, რომ სწავლის დაწყებისა და გადავადების თარიღი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებზეა დამოკიდებული

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსებში ელექტრონული კომპონენტების დამატების თაობაზე ინტენსიურად მუშაობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-ში განუცხადეს, სწავლის დაწყებასა და გადავადების საკითხი დამოკიდებულია პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებზე.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ წინასწარ განსაზღვრულ აკადემიურ კალენდარს მივყვეთ.

ინტენსიურად მიმდინარეობს მზადება სასწავლო კურსებში ელექტრონული კომპონენტების დამატების თაობაზე. კერძოდ, სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალები, პრეზენტაციები, ვიდეო ჩანაწერები იტვირთება ელექტრონულ მატარებლებზე და ხდება მათი ტესტირება.

ამასთან, სწავლის დაწყებამდე სტუდენტებს მივაწვდით ინსტრუქციებს, მათ შორის ვიდეოგაკვეთილებს, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ მათ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე.

დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება თსუ-ს ვებგვერდზე, "ფეისბუქის" გვერდზე, LMS.TSU.GE-ზე და პარალელურად, სტუდენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ“, - განაცხადეს თსუ-ში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს