თამარ ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის წარდგენას ხელისუფლების უკან დახევად აფასებს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის წარდგენა ხელისუფლების უკან დახევაა.

როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებაზე, სავარაუდოდ, გარკვეული გავლენა საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლამაც იმოქმედა, თუმცა, სწორი იქნებოდა გასულ წელს მომხდარიყო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება.

"მეორე მხრივ, ეს უკან დახევა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები გადაიფაროს და ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც სისტემას აქვს მიყენებული განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ეს ზიანი ან დააკომპენსიროს ან განცდა და მოლოდინი გაგვიჩინოს, რომ რადიკალურად უკეთესისკენ წავა პროცესები. მე სამწუხაროდ, ამის მოლოდინი არ მაქვს. იმ პროცესების მერე განსაკუთრებით, რაც დეკემბერში გავიარეთ, ძალიან გაუჭირდებოდა ვინმე წარმოედგინა, ვისაც ძალიან მაღალი ნდობა ექნებოდა. რაღაცა უკან დახევა ჩანს და ეს პოზიტიურია, თუმცა, სამწუხაროდ ეს იმ პრობლემებს, ვერანაირად ვერ მოაგვარებს, რომლის წინაშეც ვდგავართ",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღო. მან საბჭოს წევრთა 12 ხმა მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო