გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი გოგაძეს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. როგორც გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, EUROJUST-თან თანამშრომლობის დოკუმენტს ჰააგაში 2019 წლის მარტში მოეწერა ხელი.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. ორგანიზაციაში, ასევე, მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის აშშ-ს, ნორვეგიას, შვეიცარიას და ა.შ.). როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, EUROJUST-თან თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მათივე ცნობით, EUROJUST-ი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა