სერგო მეთოფიშვილის შეფასებით, ნინო ქადაგიძემ კარიერული წინსვლით დაამტკიცა, რომ ღირსია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იყოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, მოსამართლე ნინო ქადაგიძემ თავის კარიერული წინსვლით დაამტკიცა, რომ ღირსია იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

„საქართველოს ისტორიაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პირველად შეირჩა არა პოლიტიკური ნიშნით, არა იმ გარემოებით, რომ ის რომელიმე პარტიის მომხრეა, ან არა იმიტომ, რომ ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელია, არამედ წარმოვადგინეთ ღირსეული კანდიდატურა, რომელმაც თავისი კარიერული წარმატების საფუძველზე დაამტკიცა, რომ ის არის ღირსი ამ მნიშვნელოვანი თანამდებობის კანდიდატი იყოს“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

მისი თქმით, ადრე კანონი ითვალისწინებდა იმას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატს პოლიტიკური ძალა წარადგენდა.

რაც შეეხება არამოსამართლე წევრების ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურა მხოლოდ ფორმალურობა იყო, სერგო მეთოფიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ანა დოლიძეს გულისხმობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელში, როდესაც „ახლო წარსულში პრეზიდენტმა ანა დოლიძე ყოველგვარი კრიტერიუმების და გამოცდილების გარეშე პოლიტიკური ნიშნით წარადგინა“.

ცნობისთვის, იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძე აირჩია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა