საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან სპეციალური რეისით დაბრუნდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ Georgian Airways-ის ორი თვითმფრინავი დაფრინდა, რომლებმაც რომი-თბილისის სპეციალური რეისი შეასრულეს და სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თვითმფირინავში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო დაცული.მისივე თქმით, სამშობლოში დღეს 156 ადამიანი დაბრუნდა.

„156 ადამიანი გამოცხადდა აეროპორტში. მანამდე პროცედურა იყო შემდეგი: ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ბილეთი ან ჯავშანი, უნდა გაეგზავნა ეს ბილეთი, ჯავშანი და საპასპორტო მონაცემები, ძირითადად პასპორტის ასლი, სპეციალურად შექმნილ მეილზე საკონსულოში. მათ შეაგროვეს ეს ინფორმაცია, გადმოაგზავნეს დედაქალაქში, ჩვენ ეს ინფორმაცია გავიარეთ შესაბამის უწყებებთან ერთად, დავუბრუნდით ამ ხალხს, ყველასთან მოხდა კომუნიკაცია ტელეფონით. ამ კომუნიკაციის დროს, ყველა ამ ადამიანს განემარტა, რა პროცედურას გაივლიან თბილისში ჩამოსვლისას, რომ მათ შეეხებათ შემოწმება და შესაბამისად, ვალდებულები არიან შემოწმება გაიარონ და შემდეგ 14- დღიანი კარანტინი.

ყველა ამ ადამიანმა იცოდა, არც ერთს არ ჰქონდა პრეტენზია, ყველა იყო თანახმა, რომ ამ პირობით წამოსულიყო. მოხდა ასევე ინფორმაციის მიწოდება, სად უნდა მოსულიყვნენ, რომელ აეროპორტში, რომელ ტერმინალში, რა ადგილზე მოხდებოდა მათი თვითმფრინავში ჩასხდომა. მოვიდა 156 ადამიანი, მოხდა მათი თვითმფრინავში განთავსება შესაბამისი წესების დაცვით. ეს ადამიანები არ ისხდნენ ერთმანეთის გვერდით და შესაბამისი დისტანციის დაცვით ისხდნენ და გამოფრინდნენ საქართველოს მიმართულებით,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

როგორც ცნობილია, Georgian Airways-ის ეკიპაჟის ყველა წევრი სპეცტანსაცმლით იყო შემოსილი. ბორტგამ­ცი­ლებ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ტა­ჟი ჩა­უ­ტარ­დათ და ეკი­პი­რე­ბაც მიეცათ. მო­ქა­ლა­ქეების ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოყ­ვა­ნა ფი­ნან­სუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უზრუნველყო. შე­გახ­სე­ნებთ, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იტა­ლი­ას­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი 6 მარტს შეჩერდა. პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი ასე­ვე შე­წყვე­ტი­ლია ჩი­ნეთ­თან და ირან­თან.

იხილეთ ვიდეო: იტალიიდან სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები ჩამოფრინდნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა