დედაქალაქის 630 000-მდე მცხოვრებმა ტელეფონზე უსაფრთხოების შეტყობინება მიიღო

ცოტა ხნის წინ თბილისის 630 000-მდე აბონენტმა კომპანია "თბილისი ენერჯისგან" უსაფრთხოების მესიჯი მიიღო, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს ეხება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანიამ საკუთარ აბონენტებს შეახსენა, რომ მათი ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის ერთი კვირაა "თბილისი ენერჯი" რაიონული მომსახურების ცენტრების პარალელურად, გადავიდა დისტანციურ მომსახურებაზე.

„აბონენტებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მომსახურების ცენტრებში მისვლის გარეშე, ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მოაგვარონ დისტანციურად. "თბილისი ენერჯი" აბონენტებს სთავაზობს მომსახურებას ტელეფონით 2 40 40 04, "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდისა და ასევე კომპანიის ვებგვერდის საშუალებით TE.GE . ასევე აბონენტებს შეუძლიათ კომპანიას, ოფიციალური Email-ის საშუალებით დაუკავშირდნენ და ბუნებრივ გაზთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მიიღონ პასუხი. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, "თბილისი ენერჯიმ" გაითვალისწინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. თანამშრომლების და აბონენტების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის გამო ყველა მომსახურების ცენტრში სისტემატიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, მოეწყო სადეზინფექციო წერტილები და თანაშრომლებს დაურიგდათ ბახილები და პირბადეები“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო