საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძრები ლიკვიდირებულია, მათ შორის, სამეგრელოში - ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ასევე, სოფელ ლიაში, რაჭაში - ხვანჭკარაში, შიდა ქართლში - გოსტიბეში, სამცხე-ჯავახეთში - ლიკანში, აჭარაში - ქობულეთში, იმერეთში - ჭალოვანში.

უწყების ინფორმაციით, ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს: გურიაში - ვაკიჯვარში, რაჭაში - კრიხში; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა: კახეთში - სოფელ გომბორთან, ქვემო-ქართლში - თეთრიწყაროში, გურიაში- გომსა და მამათში. აქტიური კერებია იმერეთში - ხონსა და ტყიბულში. სამეგრელოში - ეწერში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ. მათ ჯამში 200-მდე გაფრენა განახორციელეს. ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება სრულ ლიკვიდაციამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა