საქართველოში დაბრუნებული ყველა მგზავრის პასპორტი სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა განცალკევებით დაარეგისტრირეს

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ორი ჩარტერული რეისი განხორციელდა. ორივე თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მგზავრებმა ქვეყანაში შემოსვლისთანავე, ყველა საჭირო და აუცილებელი პროცედურა გაიარეს.

„ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში დაბრუნებული ყველა მგზავრის პასპორტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა განცალკევებით დაარეგისტრირეს. იტალიიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ადგილზე გაიარეს თერმოსკრინინგის პროცედურა. ასევე, ეპიდემიოლოგების მიერ ადგილზევე შეივსო შესაბამისი დანართი,“ - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა გურამ დავითაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, ყველა აუცილებელი პროცედურის დასრულების შემდეგ, სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გაემგზავრებიან.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში