თენგიზ ცერცვაძე - პანიკა, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, მაგრამ არც მეორე უკიდურესობაა საჭირო, სრული თვითდამშვიდება - უნდა გავიაზროთ, რომ მთელი მსოფლიო გადასულია სხვა რეჟიმზე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საფრთხესთან მიმართებაში, საჭიროა ოქროს შუალედის დაჭერა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა.

ცერცვაძის თქმით, ჩვენი მოქალაქეები ცოტა განებივრებულები არიან, რადგან ეპიდემიის მასშტაბები მინიმალურია. მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მთელი მსოფლიო გადასულია სხვა რეჟიმზე.

„მოდი ვთქვათ, ჩვენ ცოტა განებივრებულები აღმოვჩნდით ქართველები ამ სიტუაციაში. სწორედ იმიტომ, რომ ჯერჯერობით ჩვენთან ეპიდემიის მასშტაბები მინიმალურია. მოქალაქეებს მართალია, თითქოს ესმით ამ ეპიდემიის მნიშვნელობა და ხედავენ სხვა ქვეყნების მაგალითს, მაგრამ კიდევ გეუბნებით, შესამჩნევია, ის ნიშნები. პანიკა რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, მაგრამ არც მეორე უკიდურესობა არ არის საჭირო, სრული თვითდამშვიდება, ჩვენი მოქალაქეები ცოტა განებივრებულები არიან. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მთელი მსოფლიო გადასულია სხვა რაჟიმზე. როდესაც ქვეყნები იქცევიან, არა ისე, როგორც მათი სურვილი იქნებოდა და მათთვის კომფორტული იქნებოდა, არამედ ისე, როგორც საჭიროა. ჩვენთან ჯერჯერობით ასეთი მკაცრი ზომების, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზომების გატარება არ არის საჭირო, მაგრამ ვიქონიოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ არ გახდეს ასეთი ზომების მიღება საჭირო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა