იტალიის ციხეებში ბუნტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

იტალიის ციხეებში მიმდინარე ბუნტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „გარდიანი“ აქვეყნებს. გავრცელებული ცნობებით, პატიმრებმა პავიაში გუშინ ორი ციხის ოფიცერი ტყვედ აიყვანეს, თუმცა ახლა ისინი გათავისუფლებულნი არიან. არეულობაა სალერნოს, ნეაპოლის, ალესანდრიას, ვერჩელის, ბარის, პალერმოს, ფოჯასა და ფრონისინონის სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც.

მედიის ცნობით, ფოჯას ციხიდან რამდენიმე პატიმარმა გაქცევაც მოახერხა. საუბარია 23 პირზე, რომლის პოვნასაც პოლიცია ამ წუთებშიც ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 8 მოდენას ციხიდან არიან. ერთ-ერთი პირი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ციხის აფთიაქის აღების შემდეგ, წალმების ზედმეტი დოზა მიიღო, ხოლო კიდევ ერთი პატიმარი მატრასების დაწვისგან წარმოქმნილ კვამლს შეეწირა.

შეგახსენებთ, იტალიის ოთხ ციხეში ბუნტი კვირას დაიწყო. პატიმრები ახალი შეზღუდვების დაწესებას აპროტესტებდნენ, რომელიც პაემნების გაუქმებას გულისხმობდა. ამჯერად იტალიის ციხეების სამსახურში აცხადებენ, რომ პატიმრების ნაწილი შიშობს, რომ მათ კორონავირუსი აქვთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო