რუსეთის დუმამ საპრეზიდენტო ვადის განულებას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმამ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა დეპუტატ ვალენტინა ტერეშკოვას მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო შესწორებას საპრეზიდენტო ვადის განულების თაობაზე.

შესწორების თანახმად, კანონპროექტში შემოთავაზებული ერთსა და იმავე პირისთვის შეზღუდვა ორი საპრეზიდენტო ვადის სახით „ხელს არ უშლის პირს, რომელიც იკავებდა ან იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას ამ შესწორების ძალაში შესვლის მომენტში, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის რანგში რუსეთის კონსტიტუციაში აღნიშნული რედაქციის ჩართვის შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კენჭისყრის წინ განაცხადა, რომ აპირებს კენჭი იყაროს კიდევ ერთი ვადით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს.

„პრინციპში, ეს ვარიანტი შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა, ერთი პირობით; კერძოდ: თუკი რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს, რომ ასეთი შესწორება (საპრეზიდენტო ვადის რაოდენობის მოხსნის შესახებ) არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონის მთავარ დებულებებსა და პრინციპებს“, - განაცხადა პუტინმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო