თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 8 პირიდან 5 თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი ახალი კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებიდან 5 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ცერცვაძის თქმით, მათ ურთიერთობა ჰქონდათ ახალგაზრდა ქალბატონთან, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია 8 დღის წინ დაუდასტურდა. მისივე თქმით, ამ 5 პაციენტს, კორონავირუსით ინფიცირებაზე პირველი ანალიზის პასუხები უარყოფითი ჰქონდა.

„5 ადამიანი (ახლა დადასტურებული შემთხვევა) იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, არა ჩვენს საავადმყოფოში; არიან იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლის ერთი წარმომადგენელიც ჩვენთან იმყოფება და წევს უკვე მე-8 დღეა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჩვენთან წევს და რომელსაც 7-8 დღის წინ დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება. ესენი მაშინ იყვნენ გამოკვლეულები და არ დაუდასტურდათ ინფიცირება. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, ინკუბაციური პერიოდი არ იყო გასული და ახლა დაუდასტურდათ. ანუ ჩვენ ახლა გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ იტალიაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შესაბამისად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 23-ს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო