თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან შიდა გადაცემა ერთია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან ერთი დაფიქსირებულია, როგორც შიდა გადაცემა.

ცერცვაძის თქმით, დაინფიცირებული 23 პაციენტიდან, შიდა გადაცემის 4-5 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც „გეფას“ თანამშრომელს უკავშირდება.

„შიდა გადაცემის 4-5 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც დაკავშირებულია „გეფას“ თანამშრომელთან. ამ 8 ახალი პაციენტიდან, მე როგორც ვიცი შიდა გადაცემა ერთი არის, ის ვინც ხელოსანი იყო. 5 პაციენტი ნამდვილად არ არის და ბოლო 2 პაციენტის შესახებ არაფერი ვიცი, რადგან ამ დროს გადაცემაში ვიყავი, როდესაც მოვისმინე, რომ კიდევ ორი დაემატა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შესაბამისად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 23-ს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო