მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ

საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ, - ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების დღევანდელ შეხვედრაზე შედგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრის ფორმატში განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც არის მაგალითად ტურისტული ინდუსტრია.

„აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც შეიძლება პოტენციურად მოჰყვეს ვირუსის გავრცელებას.

გადაწყდა, რომ ჩამოყალიბდება ქმედითი სამუშაო მექანიზმი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტული ნაბიჯების გეგმას ტურისტული სექტორის დასახმარებლად.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა საბანკო სექტორს ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზად არის.

საბანკო სექტორმა დააფიქსირა მზადყოფნა, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, კორონავირუსის გავრცელების გამო, მიმდინარე გადახდებში გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ტურისტულ ინდუსტრიას სხვადასხვა ფორმით.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღეს უმთავრესი ამოცანაა, მოწყვლად სექტორებში დარჩეს რაც შეიძლება მეტი ფულადი რესურსი, რათა მიმდინარე პროექტების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს და ამ მიზნის მისაღწევად, როგორც სახელმწიფო, ეროვნული ბანკი და კომერციული საბანკო სექტორი, კონკრეტულ, კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ.

ტურიზმის სექტორზე გავლენის გარდა, აღინიშნა კორონავირუსის გავრცელების შესაძლო პირდაპირი გავლენა საფინანსო-საბანკო სექტორზე, თუმცა ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საბანკო სექტორი დღეს გაცილებით მზადაა, მსგავსი ტიპის საგარეო ეფექტების ნეგატიური გავლენის მინიმიზებისთვის“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.

იხილეთ ვიდეო: მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა