ჯო ბაიდენმა აშშ-ის 4 შტატში გამართულ პრაიმერიზში გაიმარჯვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის 4 შტატში გამართულ პრაიმერიზში გაიმარჯვა. ინფორმაციას BBC ავრცლეებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენმა კონკურენტი ბერნი სანდერსი აიდაჰოში, მისურიში, მისისიპისა და მიჩიგანში დაამარცხა. ჩრდილოეთ დაკოტასა და ვაშინგტონის შტატებში გამართული პრაიმერიზის შედეგები კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ პრაიმერიზის გამართვამდე ამომრჩეველს ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს საპრეზიდენტო მარათონს გამოთიშულმა კანდიდატებმა მაიკლ ბლუმბერგმა და პიტ ბუტიჯიჩმა. მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის დონალდ ტრამპის დამარცხებას მხოლოდ ჯო ბაიდენი შეძლებს.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა