ვახტანგ გომელაური გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ოფისის წარმომადგენელს და ელჩს შეხვდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ოფისის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორ მარტინ ჰარისსა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, ჯასტინ მაქქენზი სმიტთან შეხვედრა გამართა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიბერუსაფრთხოების კუთხით, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ გომელაურმა კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის როლსა და ფუნქციებზე ისაუბრა. მან, დიდი ბრიტანეთის მთავრობას, კიბერუსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარებისა და 2019 წლის 28 ოქტომბერს, რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში, ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერებინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა