თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს, შესაბამისად, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა საქართველოს მასშტაბით მუდმივ რეჟიმში გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, „ახალი სკოლის მოდელის“, ფარგლებში ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია მიმდინარეობს თბილისის N118 საჯარო სკოლაში. შენობა ორი ნაწილისგან შედგება და ერთმანეთს გადასასვლელი ხიდით უკავშირდება. ამჟამად შენობის ერთი ნაწილის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. მოსწავლეებისთვის უკვე კეთილმოწყობილია როგორც საკლასო ოთახები, ასევე დერეფანი, საპირფარეშო, სპორტული დარბაზი და ა.შ. დღეის მდგომარეობით, რეაბილიტაცია სკოლის შენობის მეორე ნაწილში მიმდინარეობს, რომელიც აპრილის ბოლოს დასრულდება და ბავშვებს თანამედროვე სასწავლო გარემო ექნებათ.

უწყების ინფორმაციით, სკოლის რეაბილიტაციას სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სარემონტო სამუშაოები სკოლის ოთხივე სართულზე ტარდება და მოიცავს მთლიანად სკოლის რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის ფარგლებში, სკოლაში იცვლება ელექტროობა, მონტაჟდება ახალი ცენტრალური გათბობა, რემონტდება სკოლის შენობის ფასადი და სპორტული დარბაზი. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია არა მხოლოდ სკოლების, არამედ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე ინფრასტუქტურით მოწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა