საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის წევრებმა აქცია გამართეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის წევრებმა აქცია გამართეს. ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების გამოძიებას და მათზე რეაგირებას ითხოვენ.

„საზღვარი არის დაუდგენელი. აზერბაიჯანელებმა ისარგებლეს, ნელ-ნელა გადმოდიან ჩვენს ტერიტორიაზე და ბოლო ერთი წელია საერთოდ დაკეტეს ქედი. არც ტურისტებს, არც ადგილობრივებს და სასულიერო პირებს არ აქვთ იქ მისვლის საშუალება. აუცილებლად უნდა გაიხსნას ქედი და ყველა ეკლესია-მონასტერთან, მათ შორის ჩიჩხიტურის, აღდგომის ტაძართან და უდაბნოს ეკლესიასთან უნდა ჰქონდეთ ადამიანებს მისვლის საშუალება,” - განაცხადა დავით გარეჯის დაცვის კომიტეტის წევრმა თეა ბუზარიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა