„დირსისა“ და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

კომპანია „დირსმა“ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის ფარგლებში მორიგი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის მსურველებს „საქართველოს ბანკი“ გამარტივებულ იპოთეკური სესხის პროცედურებს შესთავაზებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „დირსი“ „საქართველოს ბანკთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს.

„კომპანია გამუდმებით ზრუნავს მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პროდუქტების შექმნაზე, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბანკისა და დეველოპერული კომპანიის ერთობლივი შეთავაზება.

„დირსი“ - თბილისის ყველაზე მასშტაბური დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მოიცავს 3000 დასრულებულ ბინას, უნიკალურ დაგეგმარებულ გარემოს, ბულვარს მტკვრის სანაპიროზე, სრულ სპორტულ ინფრასტრუქტურას, ველობილიკს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, კაფეს, სუპერმარკეტს, აფთიაქს, საბავშვო ბაღებს, დაბადების დღის ცენტრსა და სხვა კომერციულ ობიექტებს. კომპლექსის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიცია 170 მლნ დოლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა