საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარისა და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:

სამეგრელო - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელები ზღვაია, ნაკუფუ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ზემო ეწერი, ჩხოროწყუს 7 სოფელი, მარტვილში სოფელი ლესიჭინე.

გურია - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ვაკიჯვარი. ასევე ლიკვიდაციაა სოფელ მამათში.

აჭარა - ქობულეთში.

იმერეთში - ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში.

კახეთში - გომბორის უღელტეხილზე.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვედებარება:

სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი.

გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.

რაჭა - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.

ქვემო ქართლი - თეთრიწყარო.

მათი ცნობით, ღია კერა შენარჩუნებულია:

აჭარა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

„ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს.

ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს