რომან გოცირიძე - ღვინის ქურდები გაგვიგია, ხმის ქურდებიც გვინახავს, მაგრამ აი, ოლქის ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ, არ გვეგონა

ღვინის ქურდები გაგვიგია, ხმის ქურდებიც გვინახავს, მაგრამ აი, ოლქის ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ, არ გვეგონა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ახალი საარჩევნო მოდელით ოლქების შესაძლო გადანაწილებას. მისი თქმით, მმართველი პარტია ცდილობს, თბილისში 1 ოლქი მოიპაროს.

„სამუშაო გასაგრძელებელია, მათ შორის ოლქებთან დაკავშირებით. უკვე არის მცდელობა ოლქების საკუთარ თავზე მორგებისა. ღვინის ქურდები გაგვიგია, ხმის ქურდებიც გვინახავს, მაგრამ აი, ოლქის ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ, არ გვეგონა. აი, უნდათ, რომ თბილისში მოიპარონ ერთი ოლქი და დიდი თბილისი გაყონ 7 ოლქად, ნაცვლად 8 ოლქისა. ეს ჯერჯერობით მათი შიდა მოსაზრებაა. საბოლოო ჯამში, პარტიები შევთანხმდებით და ოლქებიც განაწილდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად,"- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

„ბლოკების შესახებ იმსჯელებენ პარტიები და შემდეგ გვექნება პოზიცია. ჩვენ განსაკუთრებული მოსაზრება ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს და მხარს დავუჭერთ იმ მოსაზრებას, რომელიც გამოხატავს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის სურვილსა და ინტერესს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა