გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსი არის გერმანიაში, არის ევროპაში და ამას უნდა შევეგუოთ - ყველა საზღვარი რომ ჩავკეტოთ, ვირუსი მაინც გავრცელდება

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს სპაჰნი ავსტრიის მიერ იტალიისთვის საზღვრის ჩაკეტვას გამოეხმაურა. მისი თქმით, საზღვრების ჩაკეტვა კორონავირუსს ვერ შეაჩერებს.

„ვირუსი არის გერმანიაში, არის ევროპაში. ამას უნდა შევეგუოთ. ყველა საზღვარიც რომ ჩავკეტოთ, ვირუსი მაინც გავრცელდება. ადრე თუ გვიან მოგვიწევს ადამიანების გაშვება და ის კვლავ დაიწყებს გავრცელებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ინტენსიური ჯანდაცვის საწოლი აქვს, ჯადაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ თუ ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა, სისტემა ძალიან გადაიტვირთება.

შეგახსენებთ, worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის გერმანიაში კორონავირუსის სულ 1565 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 2-ია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია