ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, კონკურსის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

პრემია გაიცემა ქართველოლოგიის დარგში, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს/ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას/ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას.

უწყების ცნობით, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის ოდენობა 8000 ლარს შეადგენს და მის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქეს, რომელსაც დაკავებული აქვს აკადემიური თანამდებობა და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ეწევა სამეცნიერო საქმიანობას შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია 9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით ელექტრონულ ბაზაში http://gmus.rustaveli.org.ge; დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: http://gov.ge/s/1b39b.

ზვიად გამსახურდიას სახელობის კონკურსის გამარჯვებული 31 მარტს - საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეზე გამოვლინდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს