გიგა ბოკერია ნინო ქადაგიძეზე - ეს კანდიდატი არის „კლანის“ ნაწილობრივ გამორჩეული წარმომადგენელი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ნინო ქადაგიძე, „კლანის ნაწილობრივ გამორჩეული წარმომადგენელია“.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ვითარება ამ კუთხით არ შეიცვლება, ვიდრე დიდი რეფორმები არ გატარდება.

„ეს კანდიდატი, რომელიც იქნა წარდგენილი, არის ჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ გამორჩეული წარმომადგენელი ამ „კლანის“. ჩვენს სიტყვებს რომ არ დაეყრდნოთ, შეგიძლიათ ყველამ იხილოთ საპარლამენტო მოსმენისას მისი პასუხები საკვანძო საკითხებზე, კრიტიკულ ვითარებაში საზოგადოების მხარს იჭერს თუ ხელისუფლების. კატასტროფული ლოგიკა შემოგვთავაზა. მეორე იყო ღიად პოლიტიკური აგრესიის წახალისების ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ, სადაც მან „დაალაიქა“ ეს პოსტები და მერე იცავდა ამ პოზიციას, რომ თურმე ნორმალურია მოსამართლის მხრიდან აგრესიული თავდასხმა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, აქ სანამ დიდი რეფორმები არ მოხდება, არ შეიცვლება ვითარება. ამ დიდ რეფორმებს სჭირდება ამ ხელისუფლების მშვიდობიანი არჩევნებით შეცვლა და ჩვენ ოპოზიციის ამ ნაწილს, „ევროპულ საქართველოს“ და სხვებს გვაქვს ძალიან მკაფიო ფუნდამენტური ხედვა, რომელსაც მალე წარვადგენთ, როგორ უნდა განვახორციელოთ ეს რეფორმა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების შემდეგ“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძე აირჩია. საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო